გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

12-08-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2007 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს.


დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 34 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და 260-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930