გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო

12-08-2025

საქართველოს პრეზიდენტის  ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ანკარაში მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფება.
 
„ესენბოღას" საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილსა და ქართულ დელეგაციას აეროპორტში  თურქეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები დახვდნენ.
 
დღეს თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მიხეილ ყაველაშვილს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს. საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი დონის  შეხვედრებს  გამართავს თურქ კოლეგასთან, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
 
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31