გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, თურქეთის პირველ ლედის, ემინე ერდოღანს შეხვდა და მის ინიციატივას „ნულოვანი ნარჩენებისადმი გლობალური ვალდებულება“ შეუერთდა

12-08-2025

თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს პირველ ლედის თამარ ბაგრატიონს,  თურქეთის პირველმა ლედიმ ემინე ერდოღანმა  პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა, სადაც მათ შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

 

ვიზიტის ფარგლებში,  თამარ ბაგრატიონმა ემინე ერდოღანის ინიციატივას  სახელწოდებით ნულოვანი ნარჩენებისადმი გლობალური ვალდებულებამოაწერა ხელი. აღნიშნული დეკლარაცია გარემოს დაცვის, ნარჩენების მინიმიზაციისა და გადამუშავების პროცესების ხელშეწყობის მიზნით 2017 წელს შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანაა ნარჩენების მართვის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.


აღნიშნული დეკლარაცია წლების მანძილზე გლობალურ პროექტად ჩამოყალიბდა, რომელსაც ხელს 112 ქვეყნის 15900 წარმომადგენელი აწერსთამარ ბაგრატიონის ხელმოწერის შემდეგ, აღნიშნულ მნიშნელოვან პროექტს საქართველოც შეუერთდა.

 

შეხვედრის დასასრულს, ემინე ერდოღანმა საქართელოს პირველ ლედის თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში არსებული ბიბლიოთეკა დაათალიერებინა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930