გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი: 4 წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი არის დახარჯული ჩვენი მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურაზე, გასაკეთებელი ბევრია და ჩვენ ყველა ეს საკითხი გამოკვეთილი გვაქვს

12-08-2025

„ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატმა მალხაზ ბეგიაშვილმა, გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


როგორც ბეგიაშვილმა აღნიშნა, „4 წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი არის დახარჯული მთლიანად მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურაზე. არც ერთი სოფელი არ არის, სადაც ჩვენ არ შევსულიყავით ამ პროგრამით“.

მისივე თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით აშენდა დიდი და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომ სპორტის სხვადასხვა მიმართულებები ყოფილიყო დატვირთული.


„ქალაქს სჭირდება კულტურული ცენტრი, რის დეფიციტსაც განიცდის. ჩვენ მივისწრაფვით შემოქმედებითი, სახელოვნებო ქალაქის სტატუსისკენ და ასეთი ცენტრის მშენებლობის საჭიროება უკვე დგება. სპორტული სივრცეები ადგილობრივი მოსახლეობისთვის - ეს თანამდევი საკითხებია ქალაქის რეაბილიტაციის ერთიან გეგმაში. ასევე, რეკრეაციული სივრცეები, მოსასვენებელი პარკები - სამი ასეთი ლოკაცია გვაქვს, რომლის რეაბილიტაციასაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში ვგეგმავთ.


რა თქმა უნდა გასაკეთებელი ბევრია, მაგრამ ჩვენ ასე ვუდგებით, რომ ამ კომპლექსურ ხედვაში, საწყისი რა უნდა იყოს და როგორ განვითარდეს რეაბილიტაცია, ეს საკითხები ჩვენს მუნიციპალური შესაძლებლობების გათვალისწინებით გამოკვეთილი და დალაგებული გვაქვს“, - განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031