გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაგოდეხის მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი: ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ წყალმომარაგების, გაზიფიცირების კუთხით, შეიქმნა სარეკრეაციო სივრცეები. ახალგაზრდებს ხელს ვუწყობთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ

12-08-2025

„ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა ჯონდო მდივნიშვილმა მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე და შესრულებულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით მას ბევრი მიზანი და გეგმა აქვს, რომლის განხორციელებასაც მესამე ვადით არჩევის შემთხვევაში აპირებს.


„ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, მოცულობითი პროექტი განვახორციელეთ. პრიორიტეტი არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ბევრი პროექტი განხორციელდა მოქალაქეების წყალმომარაგების კუთხით, გაზიფიცირება სრულად დასრულდა და 67-ვე სოფელში და ქალაქში სრულყოფილად ყველას მიეწოდება. ბევრი პროექტი განვახორციელეთ, სარეკრეაციო სივრცეები, სპორტული მოედნები. შემიძლია სიამაყით აღვნიშნო, რომ ერთი ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი თუ იყო რვა წლის წინ ჩვენს მუნიციპალიტეტში და მხოლოდ მიმდინარე წელს ვაკეთებთ 4 ახალ სტადიონს, შარშანაც ამ მიმართულებით 6 ახალი სტადიონი ავაშენეთ და ახალგაზრდებს ხელს ვუწყობთ იმაში, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ“, - განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930