გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
შალვა ნათელაშვილი: „დინამოს“ სტადიონზე, სადაც მალე ივანიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, მე სახალხო ბრალმდებელი ვიქნები

13-08-2025

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის და “მისი ბანდის“ სასამართლო პროცესი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მალე გაიმართება.


აღნიშნული განცხადება ნათელაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულა“-ს ეთერში გააკეთა.


აქვე მან პირობა დადო, რომ თავის ძველ პროფესიას გაიხსენებს და სასამართლო პროცესზე სახალხო ბრალმდებელი იქნება.


„ძალიან მალე შედგება ამათი სასამართლო ივანიშვილის თავმჯდომარეობით, მე გავიხსენებ ჩემს იურიდიულ წარსულს და მოღვაწეობას და „დინამოზე“, პაიჭაძის სტადიონზე, სადაც გაიმართება სასამართლო პროცესი, მე ვიქნები სახალხო ბრალმდებელი იმის გამო, რომ მან დააკარგინა გეოპოლიტიკური გზა და მაგისტრალი საქართველოს და მომავალს ან დიდი საფრთხის წინაშე დააყენა ის“ - განაცხადა ნათელაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31