გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაჟა მაღრაძე: მიყვარს ჩემი თელავი და მინდა, რომ გარკვეული წვლილი შევიტანო თელავის მუნიციპალიტეტის განვითარებაში. მე არ ვიქნები მერი ვიღაცისთვის, ვიქნები ყველასთვის

13-08-2025

ჩემი მშობლიური ქალაქია, მიყვარს ჩემი თელავი და მინდა, რომ გარკვეული წვლილი შევიტანო თელავის მუნიციპალიტეტის განვითარებაში, - განაცხადა თელავის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ვაჟა მაღრაძემ.


„ცალკე არ გამოვყოფ - ის, რაც განვითარებისთვის იქნება, ყველა საკითხი მიმაჩნია, რომ არის პრიორიტეტული, როგორც ქალაქში ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში. მე არ ვიქნები მერი ვიღაცისთვის, ვიქნები ყველასთვის და ეს არის ჩემი მიზანი“, - აღნიშნა მან.


ვაჟა მაღრაძის განცხადებით, თელავის ტურისტული პოტენციალის განვითარების მიმართულებით მისი მერობის პირობებში არაერთი საინტერესო და მასშტაბური პროექტი განხორციელდება.


„შევეცდები უფრო მეტი მასშტაბური პროექტი განხორციელდეს, რათა თელავი გახდეს უფრო ლამაზი როგორც საქართველოს ყველა კუთხის მცხოვრებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის“, - ამბობს მაღრაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031