გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შატო მუხრანი - ტურისტების ზრდასთან ერთად მატულობს საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების რაოდენობაც

14-08-2025

ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებს შატო მუხრანის ღონისძიებების ხელმძღვანელი თაკო შეროზია. მისი განცხადებით, გაიზარდა უცხოელთა რაოდენობა, რომელთაც საქართველოში ქორწილის გადახდა სურთ. როგორც შატო მუხრანში აცხადებენ, ტურისტების ზრდასთან ერთად მატულობს საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების რაოდენობაც.


წელს გვესტუმრა ძალიან ბევრი უცხოელი წყვილი, რომლებმაც გადაწყვიტეს ჩვენთან ღონისძიების დაგეგმვა, განსაკუთრებით ქორწილის მიმართულებით. ასევე გაიმართა კონფერენციები და შეხვედრები. საქართველოს აქვს პოტენციალი, თავისი კულტურით წარმოაჩინოს თავი მსოფლიო ბაზარზე და დავანახოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ლიდერი და ღირსეული მასპინძელია რეგიონში. ძალიან კარგია, რომ უცხოელთა დაინტერესება იზრდება როგორც ქართული ღვინის, ისე ტურისტული ლოკაციების მიმართ და ველოდებით ძალიან ნაყოფიერ ტურისტულ სეზონს“,- განაცხადა შატო მუხრანის ღონისძიებების ხელმძღვანელმა თაკო შეროზიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031