გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენეციის მიმართულებით ფრენები დაიწყება

14-08-2025

2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი, იტალიის მესამე მიმართულება - ვენეცია დაემატება. ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს თანამედროვე, Airbus A321neo ტიპის თვითმფრინავით   შეასრულებს. 


ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. ორი ისტორიული ქალაქის - ქუთაისისა და ვენეციის დაკავშირებით მოგზაურობა საქართველოსა და იტალიას შორის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, კომფორტული და მრავალფეროვანი გახდება. 


ავიაკომპანია Wizz Air-მა 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე,  თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის. 


2022 წლიდან ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. ამ ეტაპზე Wizz Air-ი ქუთაისიდან 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ცოტა ხნის წინ აღდგენილი მიმართულებებია მადრიდი (ესპანეთი) და ჰამბურგი (გერმანია), ასევე ლიონი. 


2025 წლის 7 თვის მონაცემებით, Wizz Air საქართველოში 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. მხოლოდ 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ავიაკომპანიამ ქუთაისიდან და ქუთაისში დაახლოებით 4 800 რეისი შეასრულა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თითქმის 9%-ით მეტია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031