გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ხიდურელი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის წამყვან B2B პლატფორმაზე Alibaba.com 50-ამდე ქართული კომპანია პრემიუმ სტატუსით განთავსდება

15-08-2025

ელექტრონული კომერციის წამყვან B2B პლატფორმაზე Alibaba.com ქართული კომპანიების განთავსება იწყება. ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, ეს პროცესი ქართულ კომპანიებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას გავიდნენ გლობალურ ბაზარზე, მოიზიდონ საერთაშორისო პარტნიორები და გაზარდონ ექსპორტი.

„Alibaba.com-თან თანამშრომლობა ახალი ეტაპია საქართველოში ელექტრონული კომერციის მხარდასაჭერად. პირველ ეტაპზე იგეგმება პლატფორმაზე 50-მდე ქართული კომპანიის განთავსება. სააგენტო სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს, პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ ქართული კომპანიები ისარგებლებენ ე.წ. Global Gold Supplier-ის სტატუსით. ეს არის ერთგვარი ვერიფიკაცია, რომელიც ზრდის კომპანიებისადმი ნდობას და პოტენციურ შემსყიდველებს ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. უახლოეს პერიოდში იგეგმება Alibaba.com-ის გუნდის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც კომპანიის წარმომადგენლები გაეცნობიან ქართულ პროდუქციას. მომდევნო ეტაპზე დავატრენინგებთ შერჩეულ კომპანიებს და დავიწყებთ მათ განთავსებას პლატფორმაზე"- აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

Alibaba.com-ზე განსათავსებლად კომპანიების შერჩევა 2 ეტაპად ხორციელდება: პირველ ეტაპზე მოხდა სააგენტოს ელექტონულ პლატფორმაზე (tradewithgeorgia.com) წლების მანძილზე ყველაზე მაღალი ქულების მქონე კომპანიების რანჟირება. მეორე ეტაპზე, ხსენებული სიის Alibaba.com-ის გუნდისთვის წარდგენის შემდეგ, კომპანიები დამატებით ვერიფიკაციას გაივლიან.

Alibaba.com 1999 წელს დაარსდა. იგი ელექტრონული კომერციის წამყვანი B2B პლატფორმაა, რომელიც მყიდველებსა და მომწოდებლებს მსოფლიოს 200 ქვეყანასა და რეგიონში ემსახურება. პლატფორმა მოიცავს კომერციის სხვადასხვა მიმართულებას, რაც ეხმარება ბიზნესებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ხოლო მყიდველებს — პროდუქციის აღმოჩენაში, მომწოდებლების პოვნასა და შეკვეთების სწრაფად და ეფექტიანად განთავსებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031