გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერობის კანდიდატი დაური ისმაილოვი: მარნეულის მცხოვრებლებთან ყოველდღიური ურთიერთობის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვიცნობ მათ საჭიროებებს, აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ახალგაზრდებმა მაქსიმალურად დაიმკვიდრონ თავი და ერთად ავაშენოთ ჩ

15-08-2025

„ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატი დაური ისმაილოვი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს მართავს და აცხადებს, რომ მათთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე იცის, თუ რა გამოწვევები არსებობს მუნიციპალიტეტში.


მერობის კანდიდატი გეგმავს, რომ გუნდთან ერთად მართოს მუნიციპალიტეტი და ყველა სფერო განავითაროს.


„დავიბადე და გავიზარდე ქალაქ მარნეულში. დღესაც ჩემს დიდ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ მარნეულში. მარნეულის მცხოვრებლებთან ყოველდღიური ურთიერთობის საფუძველზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვიცნობ მათ საჭიროებებს. ვფლობ, თუ რა საჭიროებები, რა გამოწვევები არსებობს ქალაქ მარნეულში და მთლიანად მუნიციპალიტეტში. ვაპირებთ, განვავითაროთ მარნეული, განვავითაროთ ყველა სფერო. ეს იქნება ტურიზმი, რისიც დიდი პოტენციალი არსებობს მარნეულში, ეს იქნება ინფრასტრუქტურა, ახალგაზრდული იდეები, თუ აგროსფერო. აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ახალგაზრდებმა მაქსიმალურად დაიმკვიდრონ თავი და თავიანთი ენერგიითა და ცოდნით უფრო მეტად, ერთად ავაშენოთ ჩვენი მარნეული”, - განაცხადა დაური ისმაილოვმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031