გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციის ბრალდებები ცესკოს წინააღმდეგ, თითქოს უწყებამ კვებაზე „ათობით ათასი ლარი დახარჯა“, რეალობას აცდენილია – ვიზიტებს და ღონისძიებებს მაღალი ორგანიზაციული სტანდარტი სჭირდება, რაც კვებით მომსახურებასაც მოიცავს

16-08-2025

„ოპოზიციის ბრალდებები ცესკოს წინააღმდეგ, თითქოს უწყებამ კვებაზე „ათობით ათასი ლარი დახარჯა“, რეალობას აცდენილია და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.


ექსპერტი განმარტავს, რომ ცესკომ უზრუნველყო ტრენინგებში ჩართული 5 500-ზე მეტი ადამიანის სრულფასოვანი მონაწილეობა. გარდა ამისა, საქართველო მასპინძლობდა 100-მდე ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს – ასეთ ვიზიტებს და ღონისძიებებს მაღალი ორგანიზაციული სტანდარტი და ლოგისტიკური უზრუნველყოფა სჭირდება, რაც კვებით მომსახურებასაც მოიცავს.


ჩიხელიძის თქმით, ოპოზიციის მცდელობა, ეს ხარჯები კვებამდე დაიყვანოს და კვების ჭრილში განიხილოს, ცალმხრივი და მიზანმიმართული მანიპულაციაა.


მისივე თქმით, სწორედ, ასეთი ბრალდებები იწვევს უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და აფერხებს დემოკრატიული პროცესის სიმყარის ჩამოყალიბებას.


„ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის ატეხა – როცა კრიტიკა საფუძველს კარგავს ოპოზიციის ბრალდებები ცესკოს წინააღმდეგ, თითქოს უწყებამ კვებაზე „ათობით ათასი ლარი დახარჯა“, რეალობას აცდენილია და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება. სურათი გაცილებით ფართოა და ამის უგულებელყოფა, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილსინდისიერია.


ცესკომ, როგორც მოწინავე საარჩევნო ადმინისტრაციამ, უზრუნველყო ტრენინგებში ჩართული 5 500-ზე მეტი ადამიანის სრულფასოვანი მონაწილეობა - რაც, ბუნებრივია, მოიცავდა კვებით უზრუნველყოფასაც. ერთჯერადი ტრენინგები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, წარმატებით განხორციელდა სწორედ იმიტომ, რომ მონაწილეები საჭირო მინიმუმით უზრუნველყოფილნი იყვნენ.


გარდა ამისა, საქართველო მასპინძლობდა 100-მდე ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს – საერთაშორისო დონის ღონისძიებას, რომელიც არა მხოლოდ ცესკოს, არამედ ქვეყნის იმიჯსაც განაპირობებს. ასეთ ვიზიტებს და ღონისძიებებს მაღალი ორგანიზაციული სტანდარტი და ლოგისტიკური უზრუნველყოფა სჭირდება, რაც კვებით მომსახურებასაც მოიცავს. ოპოზიციის მცდელობა, ეს ხარჯები კვებამდე დაიყვანოს და კვების ჭრილში განიხილოს, ცალმხრივი და მიზანმიმართული მანიპულაციაა. სწორედ, ასეთი ბრალდებები იწვევს უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და აფერხებს დემოკრატიული პროცესის სიმყარის ჩამოყალიბებას. ცესკო ყოველთვის ღიად და გამჭვირვალედ აწარმოებს საქმიანობას. ხარჯები დეტალურად აისახება საჯარო დოკუმენტებში და ნებისმიერი დაინტერესებული მხარე თავადაც გადაამოწმებს რიცხვებს“, - წერს ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031