გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომან გოცირიძე: ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა, ზელენსკი ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არ დათანხმდება

17-08-2025

ოპოზიციონერი რომან გოცირიძე, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა.


მისი განცხადებით, ტრამპი პუტინის მოთხოვნებს დათანხმდა, ასევე, “სისხლი ჩამობანა” მას და დასავლეთისთვის მისაღები გახადა.


გოცირიძის ინფორმაციით, დასავლური მედია, პოლტიკოსები, ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, აღშფოთებულია ტრამპის პოზიციით და ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არც უკრაინის პრეზიდენტი დათანხმდება.


„ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა: უკრაინამ უნდა დათმოს დონბასის არაოკუპირებული ნაწილი, რაც დონბასის ტერიტორიის 30 პროცენტია. აქ არის რამდენიმე დიდი ქალაქი, მათ შორის კრამატორსკი. 2022 წლის აგრესიის შემდეგ, გარდა მარიუპოლისა, რუსეთს ამ სიდიდის ქალაქი არ აუღია. სამხედრო თვალსაზრისით ეს ტერიტორია ფასდაუდებელია, რადგან იქ გადის მთავარი დამცავი ზღუდეები.


სანაცვლოდ რუსეთი არ მოითხოვს ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების იმ ნაწილს, რომელიც უკრაინის კონტროლქვეშაა და რუსეთმა საკონსტიტუციო ცვლილებებით „მიიერთა“, ანუ არაოკუპირებული ტერიტორიები იურიდიულად გაიფორმა.


მაშ სადაა გაცვლა? პუტინი გაცვლაში ამას გულისხმობს ანუ ფრონტის ხაზის გაყინვას არსებული მდგომარეობით, გარდა დონბასისა. სუმისა და ხარკოვის ოლქების ოკუპირებული მოსაზღვრე ტერიტორიების( ფაქტობრივად, სოფლების) დაბრუნებასაც კი არ აპირებს.


საოცარი ისაა, რომ ტრამპი დათანხმდა ამას და ამის შესახებ აცნობა ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს ერთობლივი სატელეფონო საუბრისას. ზელენსკი დაიბარა ვაშინგტონში.


დასავლური მედია, პოლტიკოსები, ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მათ შორის რესპუბლიკელების პროგრესული ნაწილი აღშფოთებულია ტრამპის პოზიციით. ესეც რომ არ ყოფილიყო, ტრამპმა სისხლი ჩამობანა პუტინს და საერთაშორისო დონეზე მისაღები გახადა.

ზელენსკი რა თქმა უნდა ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არ დათანხმდება.


დაუწესებს ტრამპი რუსეთს სანქციებს თუ თავის წარუმატებლობას ზელენსკის გადააბრალებს, ამას მალე ვნახავთ“, - წერს რომან გოცირიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031