გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა

17-08-2025

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა.


შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა - რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ, საქართველოში, დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საზღვრის ავტომანქანით გადმოკვეთისათვის საჭირო დოკუმენტების გარეშე შემოსვლის სანაცვლოდ, მესაზღვრე-კონტროლიორს ქრთამის სახით 100 აშშ დოლარი შესთავაზა.


სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ადგილზევე დააკავეს.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქრთამის მიცემა, უკანონო ქმედების ჩასადენად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031