გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

18-08-2025

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს 41 წელი შეუსრულდებოდა.


საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა, ეროვნული გმირის ოჯახის წევრებთან ერთად, მის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს. თანამებრძოლებმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.


მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728