გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო

18-08-2025

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თბილისის პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო.საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თბილისის პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო.


გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას აღნიშნა, რომ პროკურატურის ახალი  შენობა მორგებული იქნება  პროკურატურის მუშაკთა საჭიროებებზე და ახალი და კომფორტული გარემო კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის თანამშრომლების საქმიანობას.


ახალ ადმინისტრაციულ შენობაში თბილისის რაიონული პროკურატურები განთავსდება.  რაიონული პროკურატურების თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ.


ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი.
საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და  სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930