გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე: მივიღე შემოთავაზება, ჩემი კუთხისთვის მემსახურა, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა

18-08-2025

„გუნდიდან მივიღე შემოთავაზება, ჩემი კუთხისთვის მემსახურა. ეს მივიღე როგორც დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობა“, - ამის შესახებ ქობულეთის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ცეცხლაძემ განაცხადა.


მისი თქმით, წინა წლების მსგავსად, გაგრძელდება ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობა, მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა ყველა სოფლისთვის, წყლის სისტემების განახლება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.


ცეცხლაძემ ყურადღება გაამახვილა ტურისტული სეზონისთვის ყოველწლიურ მზადებაზე და აღნიშნა, რომ ახალი პარკები, სკვერები და ლოკაციები მეტ ტურისტს მოიზიდავს.


„როგორც წინა წლებში, ისევ გაგრძელდება სოფლის მეურნეობაში ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობა, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება მაქსიმალურად ყველა სოფელში, არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაცია-განახლება, სასოფლო შიდა გზების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მთავარია ქობულეთისთვის, ყოველწლიური მზადება და განახლება ტურისტული სეზონისთვის: ახალი პარკები, სკვერები, ლოკაციები, რომელიც იქნება მეტი ტურისტის მოზიდვისთვის საჭირო. ვმუშაობთ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციაზე, მოსახლეობას ვპირდები წყლის პრობლემების მოგვარებას, მუნიციპალური ტრანსპორტის კუთხითაც გვაქვს პატარა პრობლემები, რომელიც აღმოიფხვრება მოკლე ხანში. გუნდის მხარდაჭერით, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ხელშეწყობით მოგვარდება და ეს პრობლემები გადაიჭრება“, - განაცხადა ირაკლი ცეცხლაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031