გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის აღსანიშნავად სამხედრო მოსამსახურეებმა მისივე სახელობის მწვერვალი დალაშქრეს

19-08-2025

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღე ფშავში, მისივე სახელობის მწვერვალზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვით აღინიშნა. მსვლელობა თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის მოხალისის და სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებმა სოფელ უკანა ფშავიდან დაიწყეს და მაღალმთიან, რთულ რელიეფზე 30 კილომეტრამდე მანძილი გაიარეს.


მწვერვალზე სამხედროებმა ეროვნული გმირის ხსოვნას მიაგეს პატივი და სიმბოლურად, საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს.


ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის მწვერვალზე ლაშქრობა ყოველწლიურად, აგვისტოში, მის დაბადების დღეზე იმართება. სამხედრო მოსამსახურეები ამ ნაბიჯით ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ.


სწორედ, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად სსიპ თავდაცვის მოხალისის მიერ იქმნება ეროვნული გმირების სახელობისსალაშქრო ბილიკი, რომლის ფარგლებშიც მოხალისეები სამი ეროვნული გმირის - მიხა ხელაშვილის, გურამ იარაჯულის და გიორგი ანწუხელიძის სახელობის მწვერვალებს მოივლიან. კავკასიონის ქედის სამხრეთ განშტოებაზე, ზღვის დონიდან 3.276.1 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მწვერვალ ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის სახელი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით 2018 წელს ეწოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031