გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამერიკულ კატალოგში აფხაზეთი შეიტანეს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა

13-11-2018

ამერიკულმა გამომცემლობამ Krause, რომელიც სპეციალიზაცია საკოლექციო ნივთების კატალოგია, 2018 წლის გამოცემაში აფხაზური მონეტები შეიტანა. აფხაზეთის შესახებ ინფორმაციის განყოფილებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა, დატანებულ რუკაზეც იგივეა აღბეჭდილი – “სპუტნიკ-აფხაზეთი” ავრცელებს დე-ფაქტო რესპუბლიკის ეროვნული ბანკის წარმომადგენლის ლიანა აგრბას მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. “აფხაზეთის ბანკის ყველაზე დიდი წარმატებაა, რომ ჩვენი მონეტები ამ გამოცემის სტანდარტულ კატალოგში მოხვდა, რადგანაც მათ სხვა კატალოგში მხოლოდ ის ქვეყნებია შესული, რომლებიც აღიარებული არ არის” – აგრბამ თქვა.




Timer.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930