გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე ბუზალაძე: სოფელ ბიისში მოეწყო საბანაკე სივრცე გორის მუნიციპალიტეტის ბავშვებისათვის, სამომავლოდ ვაპირებ, მხარი დავუჭირო ყველა იმ პროექტს, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს

19-08-2025

„გორის მუნიციპალიტეტში, ტანას ხეობაში, კონკრეტულად სოფელ ბიისში, მოეწყო საბანაკე სივრცე გორის მუნიციპალიტეტის ბავშვებისათვის. დაახლოებით 400-ზე მეტ ბავშვს მიეცა შესაძლებლობა, ზაფხულის პერიოდში დაესვენა, გასცნობოდა სამთო ტურიზმს, საბანაკე ცხოვრებას“, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ კონსტანტინე ბუზალაძემ განაცხადა.


ბუზალაძემ მადლობა გადაუხადა ბანაკის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ მომავალში მხარს დაუჭერს ყველა იმ პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების განვითარებისკენ იქნება მიმართული.


„ბიისის ბანაკის გარდა, გორის მუნიციპალიტეტი ასევე აფინანსებს ბაკურიანის ბანაკს. სამომავლოდ კიდევ ბევრი პროექტი იგეგმება, რომელიც ბავშვებზე, ახალგაზრდებზე მორგებული იქნება.მინდა, მადლობა გადავუხადო ბანაკის ორგანიზატორებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ბავშვების განწყობაზე ზრუნავდა. სამომავლოდ ვაპირებ, მხარი დავუჭირო ყველა იმ პროექტს, რომელიც განავითარებს ჩვენს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ხელშეწყობას სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით“, - განაცხადა კონსტანტინე ბუზალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031