გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: უსამშობლო, ურჯულო სექტიდან პრეზიდენტ ყაველაშვილზე ცილისმწამებლურ-მანიპულაციური „მესიჯბოქსი“, რომ თითქოს მან ფერისცვალების საეკლესიო დღესასწაული წინაპრებს დაუკავშირა, ნაცქაჯების სასოწარკვეთილების ანარეკლია, ძალიან ჩაბნელდნენ

20-08-2025

„უსამშობლო, ურჯულო სექტიდან პრეზიდენტ ყაველაშვილზე ცილისმწამებლურ-მანიპულაციური „მესიჯბოქსი“, რომ თითქოს, მან ფერისცვალების საეკლესიო დღესასწაული წინაპრებს დაუკავშირა, ნაცქაჯების სასოწარკვეთილების ანარეკლია. ძალიან ჩაბნელდნენ ეს ისედაც გონებადაბინდული მარგინალები“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ბახმაროში დოღის ტრადიციას („ბახმარობა“) გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და ის ემთხვევა 19 აგვისტოს, მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს. საერო და საეკლესიო დღესასწაულები მიულოცეს 19 აგვისტოს ბახმაროში შეკრებილებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა.


„უსამშობლო, ურჯულო სექტიდან პრეზიდენტ ყაველაშვილზე ცილისმწამებლურ-მანიპულაციური „მესიჯბოქსი“, რომ თითქოს, მან ფერისცვალების საეკლესიო დღესასწაული წინაპრებს დაუკავშირა, ნაცქაჯების სასოწარკვეთილების ანარეკლია. ძალიან ჩაბნელდნენ ეს ისედაც გონებადაბინდული მარგინალები. ბახმაროში დოღის ტრადიციას („ბახმარობა“)გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და ის ემთხვევა 19 აგვისტოს, მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს. სწორედ, ეს ცალკე საერო და ცალკე საეკლესიო დღესასწაულები მიულოცეს 19 აგვისტოს ბახმაროში შეკრებილებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა.


„ბახმარობის“ დოღის ღონისძიებაში ყოველწლიურად ათობით მხედარი მონაწილეობს გურიიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან. მონაწილეებისთვის დოღში გამარჯვება ღირსების საკითხია. ღონისძიების მიზანია დოღის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაცია. ამ ლამაზი ტრადიციის შენარჩუნება-მხარდაჭერაზე ილაპარაკეს პრეზიდენტმა, პრემიერმა და სხვა საჯარო პირებმა“, - წერს აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031