გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კაპიტონ ჟორჟოლიანი: მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს

20-08-2025

მესტიაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა მისი მერობის პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.


მისი თქმით, განახლდა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და რეგიონში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ტურიზმის განვითარების კუთხითაც.


„800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა მხოლოდ დაბაში. სველი წერტილი, წყალარინები და წყალი მოწესრიგებულია და შესაბამისად, საოჯახო სასტუმროების განვითარებაც მეტი იყო. გარდა იმისა, რომ ჩვენთან ტურიზმი ვითარდება, იგეგმება თეთნულდამდე მისასვლელი ბეტონსაფარის გზის მოწყობა. ერთობლივად ხდება საქმის კეთება. არსებობს შიდასახელმწიფო გზები, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია უშგულამდე რაც ადის, ამას მთლიანად გზები დეპარტამენტი აკეთებს. ხდება ამ გზის საფარის ისევ განახლება და ასფალტის საფარით გადაკვრა. მესტია-უშგულის დაკავშირება ხდება და მხოლოდ და მხოლოდ ერთი მონაკვეთი დარჩა, რომელიც წელს დაიწყება, პატარა მონაკვეთი ოთხ კილომეტრიანი და ეს უკვე დაერთებულია ქვემო სვანეთთან. რაც არ მომხდარა და არ ყოფილა, ისეთი გზები გაკეთდა ამ ბოლო პერიოდში“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.


საგზაო ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, წყალმომარაგება ის მიმართულებებია, რომლებიც მერობის კანდიდატმა გასული წლების მანძილზე განახორციელა.


მისი თქმით, ამ კუთხით გამოწვევები კიდევ არსებობს და ერთ-ერთ პრიორიტეტად აღნიშნული პრობლემების მოგვარება დაასახელა.


„აშენებულია 16 საბავშვო ბაღი, დაგვრჩა 5 საბავშვო ბაღის აშენება. ოთხის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. ახალი საბავშვო ბაღების აშენების შემდეგ მეხუთეს გარემონტება დაიწყება. ასევე, მნიშვნელოვანია სკოლის კეთილმოწყობა. ჩვენთვის პრიორიტეტია წყლისა და წყალარინების მოგვარება სოფლებში. 161 სოფელია და თითქმის ყველა სოფელში კუსტარული წყლებია და გვინდა, რომ ეს ყველაფერი სისტემური ხასიათის იყოს და სისტემურად გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას. მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში იმისათვის, რომ გადაადგილება გაუადვილდეს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031