გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკკეინის ინსტიტუტი: გადამწყვეტი როლი შევასრულეთ ნიკა გვარამიას გათავისუფლებაში, რომელსაც რეპორტაჟების გამო, სამ წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი

21-08-2025

მაკკეინის ინსტიტუტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც, სხვა თემებთან ერთად, საუბარია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას შესახებაც. განცხადების თანახმად, სწორედ მაკკეინის ინსტიტუტმა შეასრულა გადამწყვეტი როლი გვარამიას გათავისუფლებაში.


მაკკეინის ინსტიტუტი წერს, რომ ნიკა გვარამია რეპორტაჟების გამო იყო დაპატიმრებული.


„მაკკეინის ინსტიტუტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ქართველი ჟურნალისტისა და მედიის მფლობელის ნიკა გვარამიას გათავისუფლებაში, რომელსაც რეპორტაჟებისთვის სამ წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მედიასთან ურთიერთობის, პოლიტიკური ჩართულობისა და იურიდიულ ჯგუფებთან კოორდინაციის გზით, მაკკეინის ინსტიტუტმა შვიდი თვის განმავლობაში ადვოკატირების შემდეგ, მისი შეწყალების და გათავისუფლების უზრუნველყოფას შეუწყო ხელი“, - აღნიშნულია განცხადებაში.


ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. გვარამია სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031