გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: Deranged Democrat-ების ერთ-ერთ მავნებელ წარმომადგენელს ლორა თორნტონს უნდა აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა, ანტისახელმწიფოებრივი პარაზიტები არ უნდა ჩამოდიოდნენ ჩვენი ქვეყნის ასარევად

21-08-2025

„ეს ფსევდოდემოკრატი ქალბატონი უწინ NDI-ის ოფისის დირექტორი იყო საქართველოში, ამჟამად მაკკეინის ინსტიტუტშია და თვითმარქვია პრეზიდენტ ზურაბიშვილის დამსაქმებელია. ანტიქართულობით გამორჩეული ლორა თორნტონი საქართველოში რადიკალური პროტესტების მომხრეა, ხშირად გვახსენებს თავს და ახლაც თურმე იმ კრიმინალ მზია ამაღლობელს „დაეხმარება“ გრანტით. ეს ე.წ. დახმარება თორნტონის სამშობლოს ანალოგიური ქართული კანონ FARA-თი გასაჯაროებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმაა“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, Deranged Democrat-ების ერთ-ერთ მავნებელ წარმომადგენელს ლორა თორნტონს უნდა აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა. ეს მანამდეც ითქვა პარლამენტში და საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღსასრულებელია. ანტისახელმწიფოებრივი პარაზიტები არ უნდა ჩამოდიოდნენ ჩვენი ქვეყნის ასარევად არც აშშ-დან, არც ევროპიდან და არც რუსეთიდან თუ სხვა სახელმწიფოებიდან.


„ამერიკელი კონსერვატორები დაცემული რეიტინგის მქონე „დემოკრატებს“ რადიკალ ულტრამემარცხენეებს უწოდებენ; მათ რიგებშია სახდეპის ანგარიშების „დამწუნებელი“, ნიკა გვარამიასა და მზია ამაღლობელის ქომაგი, ანტიქართველი ლორა თორნტონი. ეს ფსევდოდემოკრატი ქალბატონი უწინ NDI-ის ოფისის დირექტორი იყო საქართველოში, ამჟამად მაკკეინის ინსტიტუტშია და თვითმარქვია პრეზიდენტ ზურაბიშვილის დამსაქმებელია.


ანტიქართულობით გამორჩეული ლორა თორნტონი საქართველოში რადიკალური პროტესტების მომხრეა, ხშირად გვახსენებს თავს და ახლაც, თურმე იმ კრიმინალ მზია ამაღლობელს „დაეხმარება“ გრანტით. ეს ე.წ. დახმარება თორნტონის სამშობლოს ანალოგიური ქართული კანონ FARA-თი გასაჯაროებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმაა.


Deranged Democrat-ების [შეურაცხადი, ესეც „რესპუბლიკელების“ ტერმინია] ერთ-ერთ მავნებელ წარმომადგენელს ლორა თორნტონს უნდა აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა. ეს მანამდეც ითქვა პარლამენტში და საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღსასრულებელია. ანტისახელმწიფოებრივი პარაზიტები არ უნდა ჩამოდიოდნენ ჩვენი ქვეყნის ასარევად არც აშშ-დან, არც ევროპიდან და არც რუსეთიდან თუ სხვა სახელმწიფოებიდან!“, - წერს აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031