გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაჩო ოდიშარია ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებაზე: ადამიანის გარდაცვალებაზე ჟრიამული, ქილიკი და ლანძღვა ფაშისტური ხელწერაა, დღეს ფაშიზმი კი ლიბერალიზმის საფარქვეშ ხორციელდება

21-08-2025

„ადამიანის გარდაცვალებაზე ჟრიამული, ქილიკი და ლანძღვა ფაშისტური ხელწერაა, დღეს ფაშიზმი კი ლიბერალიზმის საფარქვეშ ხორციელდება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ფეისბუქ ლიბერალების რევანშისტული, ძალადობრივი, ქართულ კულტურასთან სრულად შეუთავსებელი ამორალური ცნობიერება და ვნებები“, - ასე ეხმიანება ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია ქართველი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების ფაქტზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.


ოდიშარიას განცხადებით, სწორედ ამიტომ არის საჭირო მეხსიერების პოლიტიკა, რათა ფაშისტს ერქვას ფაშისტი და არა - პროევროპელი აქტივისტი.


„ადამიანის გარდაცვალებაზე ჟრიამული, ქილიკი და ლანძღვა ფაშისტური ხელწერაა, დღეს ფაშიზმი კი ლიბერალიზმის საფარქვეშ ხორციელდება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ფეისბუქ ლიბერალების რევანშისტული, ძალადობრივი, ქართულ კულტურასთან სრულად შეუთავსებელი ამორალური ცნობიერება და ვნებები. ამიტომ არის საჭირო მეხსიერების პოლიტიკა და მოვლენების სახელდება, ფაშისტს უნდა ერქვას ფაშისტი და არა პროევროპელი აქტივისტი. ვუსამძიმრებ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს და ახლობლებს“, - წერს ბაჩო ოდიშარია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930