გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო

21-08-2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქართველი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. 


„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო.


ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სამშობლოსადმი სიყვარული და ეროვნული ღირებულებებისადმი ერთგულება სამაგალითო და დასაფასებელია. სამძიმარს ვუცხადებ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს, ამ დიდი დანაკარგის გამო“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930