გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე: „ნაცები“ ამბობენ, რომ „ახლები“ გაურიგდნენ „ოცნებას“, „ახლები“ ამბობენ, რომ „ლელო“ და „გახარია“ გაურიგდა „ოცნებას“, „ლელო“ და „გახარია“ ამბობს, რომ „ნაცებმა“ და „ახლებმა“ უარი თქვეს „ოცნებასთან“ ბრძოლაზე

21-08-2025

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე ქართულ ოპოზიციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ მათი მთავარი დაპირება კოალიციური მთავრობის ფორმირება იყო, თუმცა, ოპოზიციური პარტიები ურთიერთბრალდების რეჟიმზე არიან გადასული.


მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“ და გახარიას პარტიის დაპირისპირების ფონზე ნათელია, რომ ოპოზიციური ერთობა საარჩევნო ფარსია.


„რა ხდება ოპოზიციაში, სადაც მთავარი დაპირება კოალიციური მთავრობის ფორმირება იყო: 1. „ნაცები“ ამბობენ, რომ „ახლები“ გაურიგდნენ „ოცნებას“ და გავიდნენ „ნაცებიდან“ 2. „ახლები“ ამბობენ, რომ „ლელო“ და „გახარია“ გაურიგდა „ოცნებას“ და ამიტომ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. 3. „ლელო“ და „გახარია“ ამბობს, რომ „ნაცებმა“ და „ახლებმა“ უარი თქვეს „ოცნებასთან“ ბრძოლაზე. შესაბამისად, ოპოზიციური ერთობა იყო და არის საარჩევნო ფარსი“, - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031