გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბრიტანელი პროდიუსერი: საქართველოში ყველაფერია, რაც ნებისმიერ გადამღებ ჯგუფს სჭირდება, მათ შორის, შესანიშნავი გადასაღები ადგილები

22-08-2025

საქართველოში ამერიკელი და ბრიტანელი კინოპროდიუსერების საქმიანი ტური გაიმართა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მოეწყო.


დელეგაციის შემადგენლობაში იყო ბრიტანული კომპანიის Sankara Pictures - ის წარმომადგენელი გარეთ ფრიჩარდი, რომლის კომპანია საქართველოში ორი კინოპროექტის განხორციელებას განიხილავს.


„საქართველოს შესახებ ჩემი კოლეგისგან შევიტყე, რომელმაც თქვენს ქვეყანაში 3 წლის წინ ფილმი გადაიღო. მან მირჩია, მენახა საქართველო. აქ ყველაფერია, რაც ნებისმიერ გადამღებ ჯგუფს სჭირდება, მათ შორის, შესანიშნავი გადასაღები ადგილები. სხვათა შორის, ვიპოვე ის ლოკაცია, რომელიც არაჩვეულებრივი იქნება ჩვენი ახალი ფილმისთვის, რომლის გადაღებასაც მომავალ წელს ვგეგმავთ. უკვე მივწერე ფილმის რეჟისორს და ვუთხარი, რომ ეს ის ადგილია, რომელსაც ვეძებდით,“ - აღნიშნა გარეთ ფრიჩარდმა.


აღსანიშნავია, რომ პროგრამის დაწყებიდან დღემდე 65 კინოპროექტია მხარდაჭერილი, განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა კი 200 მლნ ლარს აღემატება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031