გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა

22-08-2025

ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.


„როდესაც ისინი [ევრობიუროკრატები] რაღაც ბრალდებას გვიყენებენ, ამის უკან ფაქტები არ დგას. ეს არის უბრალოდ ჭორაობა და რაღაც აღქმების შექმნის მცდელობა. ანგარიშში, რომელიც თავად ევროკომისიამ გამოაქვეყნა, ეხება სასამართლოს სისტემას და სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის ოცეულში ვართ. ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების თვალსაზრისითაც ევროპის ოცეულში ვართ. მთავრობის ეფექტიანობა, ინვესტორებისთვის მიმზიდველი ბიზნესგარემო, ყველაფერი მოხვდა ევროკომისიის ანგარიშში.


ეს ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს და რეალურ მოცემულობას. ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031