გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის ანგარიშზე, რომელშიც საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია - რეალობა მარტივია: საქართველო ბევრ კანდიდატსა და წევრ ქვეყანას უსწრებს ყველა ძირითად პარამეტრში

22-08-2025

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით ევროპაში მე-20 ადგილზეა. ქვეყანა ასევე მოწინავე პოზიციებზეა კარგი მმართველობისა და ბიზნესის თავისუფლების მიმართულებით, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, მიუხედავად არსებული რეალობისა დასავლეთში საქართველოს ორ პარალელურ სურათს ხატავენ, საიდანაც ერთში საერთაშორისო დონეზე აღიარებენ ქვეყნის წინსვლას, ხოლო მეორეში კი ევროსაბჭო და ევროპარლამენტი ქართველი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. რეალობა კი სწორედ ის არის, რომ საქართველო ბევრ კანდიდატ ქვეყანას უსწრებს ყველა ძირითად პარამეტრში.


„საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშები ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. ისინი არ ემორჩილებიან პოლიტიკურ შანტაჟს და რეალობას ობიექტურად ასახავენ. ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით ევროპაში მე-20 ადგილზეა. ქვეყანა, ასევე, მოწინავე პოზიციებზეა კარგი მმართველობისა და ბიზნესის თავისუფლების მიმართულებით.


მიუხედავად ამ პროგრესისა, დასავლეთში საქართველოს ორ პარალელურ სურათს ხატავენ: ერთი მხრივ, ევროკომისია საერთაშორისო დონეზე აღიარებს ჩვენს წინსვლას, მეორე მხრივ კი, ევროპის პარლამენტი და ევროპის საბჭო ხშირად ცდილობენ საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის.


რეალობა მარტივია: საქართველო ბევრ კანდიდატსა და წევრ ქვეყანას უსწრებს ყველა ძირითად პარამეტრში. მაშ, კიდევ რა უნდა გავაკეთოთ? ჯერ დავიხოცოთ და შემდეგ შედგება ჩვენი „ქორწილი?“- წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031