გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ჩაკვეტაძე: ქართული მართლმსაჯულების სისტემა არის ევროპის საუკეთესო ოცეულში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ სასამართლო სისტემა იყოს დაცული

22-08-2025

ქართული მართლმსაჯულების სისტემა არის ევროპის საუკეთესო ოცეულში და უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე უსწრებს ევროკავშირის და ნატოს არაერთ წევრ სახელმწიფოს ეფექტური მმართველობის, ღია ბიუჯეტის ინდექსით და სხვადასხვა იმ მაჩვენებლით, რომელიც საქართველოსთვის და ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ანგარიშს, რომლის თანახმად, სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 36 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.


მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ სასამართლო სისტემა დაცული იყოს.


„შესაბამისად, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის ის უსაფუძვლო განცხადებები, რასაც აკეთებენ ე.წ. პოლიტიკოსები, ყოფილი თანამდებობის პირები, „ნაცმოძრაობის“ ლობისტები. რა არ დაუძახეს ქართულ მართლმსაჯულებას, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოსამართლეებს, შეურაცხყოფას აყენებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ სასამართლო სისტემაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ სასამართლო სისტემა იყოს დაცული, რაც არის გარანტირებული კონსტიტუციით და რა თქმა უნდა გვიხარია, ის რომ ევროპის საუკეთესო ოცეულში შევიდა ქართული მართლმსაჯულება“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031