გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტში კონსტანტინე ბუზალაძე წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს

22-08-2025

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტში კონსტანტინე ბუზალაძე, რომელიც უკვე 4 თვეა, რაც გორის მერის მოვალეობას ასრულებს, წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს.


კონსტანტინე ბუზალაძის განცხადებით, გორში სხვადასხვა სახის სამუშაოები დასკვნით ფაზაშია გადასული და სულ მალე, ქალაქს განაშენიანების გენგეგმა ექნება.


„აქტიურად ვმუშაობთ, სამუშაოების დაახლოებით 70-80 პროცენტი არის დასრულებული, დასკვნით ფაზაშია გადასული და უახლოეს მომავალში ქალაქს ექნება განვითარების გენერალური გეგმა“, - განაცხადა კონსტანტინე ბუზალაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930