გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შარმანაშვილი კაპროვანში მიმდინარე ტრენინგზე: მთავარი დამნაშავეები არიან ის ადამიანები, ვინც ამას აფინანსებენ და ამ ახალგაზრდებს უბიძგებენ კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ჩადენისკენ, მერე მათი უმეტესი ნაწილი გვერდზე გადგება

23-08-2025

თუ ისინი მერე მოქმედებაზე გადავლენ, ეს იქნება კანონსაწინააღმდეგო და კანონის წინაშე აგებენ პასუხს, - ასე ეხმიანება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი კაპროვანთან მიმდინარე ტრენინგს, რომლის თემაც ხელისუფლების შეცვლაა.


მისი განცხადებით, მთავარი დამნაშავეები მსგავსი ღონისძიებების დამფინანსებლები არიან, რომლებიც გვერდზე გადგებიან, ახალგაზრდებს კი კანონდარღვევისკენ უბიძგებენ.


„მაგრამ აქ მთავარი დამნაშავეები არიან ის ადამიანები, ვინც ამას აფინანსებენ და ამ ახალგაზრდებს უბიძგებენ კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ჩადენისკენ. მერე მათი უმეტესი ნაწილი გვერდზე გადგება და ეს ახალგაზრდები დიდი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდებიან. მათი დამფინანსებლები კი ჩვეულებრივ ცხოვრებას გააგრძელებენ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა, ახალგაზრდები სამხედრო მომზადების საკითხებსაც გაივლიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031