გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანჯაფარიძე კაპროვანის ტრენინგზე: ტრენინგის მომწყობი ერთ-ერთი ორგანიზაცია „ფარი", რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი თავდგირიძე, აერთიანებს ოპოზიციურად განწყობილ ოციოდე სამხედროს, კარგა ხანია აკეთებენ განცხადებებს ხელისუფლების დამხობაზე

23-08-2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას ტრენინგის შესახებ, რომლის თემაც ხელისუფლების შეცვლაა.


ანჯაფარიძის ინფორმაციით, ტრენინგის ერთ-ერთი მომწყობი ორგანიზაციის ხელმძღვანელია გიორგი თავდგირიძე, რომელსაც ოპოზიციურად განწყობილი სამხედროები ჰყავს გაერთიანებული. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საინტერესოა ტრენინგი ვინ დააფინანსა.


„ტრენინგის მომწყობი ერთ-ერთი ორგანიზაცია "ფარი" რომელსაც ხელმძღვანელობს ექს-პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე, აერთიანებს ოპოზიციურად განწყობილ ოციოდე სამხედროს. ისინი უკვე კარგა ხანია აკეთებენ საჯარო განცხადებებს ხელისუფლების დამხობაზე. აქ უფრო საინტერესოა ის, თუ ვინ დააფინანსა ეს ტრენინგი. ტელეიმედს და სიუჟეტის ავტორს ჯერ ეს უნდა გაერკვიათ. თუმცა, ის რაც დაადგინეს ისიც საკმარისია საზოგადოების გამოფხიზლებისთვის” - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930