გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ აჭარაში ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

24-08-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ბ.შ. ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მათ შორის მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებითაც.

გამოძიებით, ასევე, დგინდება რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის არასრულწლოვან შვილებსაც.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითა და 11 პრიმა 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031