გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია, რომ კონსტიტუციური წესრიგი ემსახურება ქართველ ხალხს და არავის კერძო ინტერესებს არც შინ და არც გარეთ

25-08-2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპონენტები ცდილობდნენ საქართველოს ძირითადი კანონის საკუთარ თავზე მორგებას, მმართველმა გუნდმა კი მოახერხა, რომ არავისთვის მიეცა კონსტიტუციის შეურაცხყოფის საშუალება.


აბაშიძის განცხადებით, სუვერენული საქართველო, ერთიანობით, კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობით შეძლებს, რომ ნებისმიერი მტერი უკუაგდოს.


„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი ისიცაა, რომ კონსტიტუციური წესრიგი ემსახურება ქართველ ხალხს და არავის კერძო ინტერესებს არც შინ და არც გარეთ. მრავალი თავდასხმა იყო და იქნება სუვერენულ საქართველოზე, მაგრამ ერთიანობა, კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობა ის მძლავრი მექანიზმებია, რომელთა წყალობით ნებისმიერი მტერი იქნება უკუგდებული. მშვიდობიანი განვითარება საქართველოს!“, - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031