გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ 50-60 აქციის მონაწილე ჯოგად მოდის, ერთ-ერთმა დაიყვირა - ნახეთ, წინ რუსი მიდის, ეს ბრბო დაესივნენ ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ

25-08-2025

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, ავრცელებს ვიდეოს, სადაც ასახულია რუსთაველზე მყოფი აქტივისტების ტურისტთან დაპირისპირება იმ მოტივით, თითქოს მამაკაცი რუსი იყო. როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ არა პატრულის დროული რეაგირება, არაფხიზელი აქტივისტები მზად იყვნენ, ტურისტი ჩაექოლათ, რომელიც ამერიკის მოქალაქე აღმოჩნდა.


„ცოტა გაოგნებული და ძალიან გაბრაზებული ვარ. რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ 50/60 კაცი ჯოგად მოდის, აქციის მონაწილეები.

უმეტესობა მათგანი ან მთვრალი ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. ყვირიან, იგინებიან, იფურთხებიან... მომენტალურად ერთ-ერთმა ( ნაცმოძრაობის აგრესიული წევრია, სახელს და გვარს გავიხსენებ და პოსტს განვაახლებ ) დაიყვირა - ნახეთ, წინ რუსი მიდის... ეს ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ. პატრულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე მალევე განარიდა არაფხიზელ ბრბოს, რომელიც მზად იყო ეს ახალგაზრდა კაცი ჩაექოლათ. მივედი ამ ბიჭთან რომელიც გათეთრებული იყო სახეზე შიშისგან და ჰოი საოცრებავ - ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი, რომელიც საქართველოში ღირსშესანიშნაობების სანახავად არის ჩამოსული. გეუბნებით მე თქვენ სრული პასუხისმგებლობით - დღეს ვინც რუსთაველზე აგდია და გზას კეტავს, არც ერთი ჯანმრთელი არ არის, ყველა ნარკომანი, ლოთი, ბომჟი და უსამშობლო ნაძირალაა. მადლობა ღმერთს და პოლიციას, რომ უბედურება ავიცილეთ თავიდან და იქვე არ ჩაქოლეს ამერიკის მოქალაქე ოპოზიციის რადიკალურმა ბრბომ!!!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031