გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსით საქართველო მსოფლიოს მე-40 ადგილზეა. უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს

25-08-2025

ევროკომისიამ პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში, კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა და 38-ე ადგილზე გავიდა.


რეიტინგში საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს: იტალიას, რუმინეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, პოლონეთს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მონტენეგროს და თურქეთს. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის რეიტინგით ევროპაში ფინეთი, დანია, შევეიცარია, ნორვეგია და შვედეთი ლიდერობს, ევროპის უკანასკნელ ხუთეულში კი ბელარუსი, რუსეთი, ბოსნია, უკრაინა და მოლდოვა არის გამწესებული. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტი აწარმოებს.


ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930