გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: ბექა კობახიძე გამოირჩევა ქვეყნის და ეკლესიის მტრობით, როგორ შეიძლება ის აირჩიო ქართველი ხალხისთვის სპიკერად, რაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გააკეთა

25-08-2025

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ეხმიანება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სპიკერად ძალადობრივი აქციების ორგანიზატორის, ბექა კობახიძის არჩევას.


ფოჩხუას განცხადებით, დიდი ხანია, რაც ყველამ კარგად იცის ბექა კობახიძის რადიკალიზმისა, ქვეყნისა და ეკლესიის მიმართ მტრობის შესახებ, მასთან თანამშრომლობა კი ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იზიარებს ბექა კობახიძის რადიკალიზმს და იღებს მის მოქმედებებზე პასუხისმგებლობას.


„დიდი ხანია, ყველამ იცის ვინ არის ბექა კობახიძე, იგი გამოირჩევა რადიკალიზმით, ქვეყნის და ეკლესიის მტრობით. როგორ შეიძლება ეს ადამიანი აირჩიო ქართველი ხალხისთვის სპიკერად, რაც გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ იმ ვიდეო რგოლების სერიაში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ალაპარაკო საქართველოს ნათელ მომავალზე, როცა ქართულ მედიაში მრავლად მოიპოვება მის მიერ ოპოზიციური რადიკალური დღის წესრიგის მხარდაჭერა და ძალადობრივი აქციების ორგანიზატორობა. როცა თანამშრომლობ კობახიძესთან, ეს იმას ნიშნავს, რომ იზიარებ რადიკალიზმს და იღებ მის ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებლობას, რაც ძალიან სამწუხაროა“, - წერს ნინო ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031