გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ზამურ ჭითანავამ, მამხუტში, ზემო და ქვემო არქევანში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

25-08-2025

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მამხუტში, ზემო და ქვემო არქევანში მოსახლეობას შეხვდა.


კანდიდატმა ადგილობრივებს გააცნო ბოლნისის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა და სამომავლო გეგმები. შეხვედრებზე, ადგილობრივებმა ისაუბრეს მათ საჭიროებებსა და მოლოდინებზე, ზამურ ჭითანავამ კი მოსახლეობას აღნიშნული საკითხების ეფექტიანად გადაჭრის პირობა აღუთქვა.


„მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრები მაძლევს საშუალებას, უკეთ გავიგო ადამიანების საჭიროებები და მოლოდინები. სწორედ ეს გახდება ჩემი მუშაობის საფუძველი. მჯერა, რომ თქვენს ნდობას გავამართლებ და ბოლნისის განვითარებას ახალი ტემპით გავაგრძელებთ,“ - აღნიშნა ზამურ ჭითანავამ.


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა.


„ეს მიღწევები ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის და თქვენი, მოსახლეობის თანადგომის შედეგია. ჩვენი ერთიანი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ,“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა.


ზამურ ჭითანავას განცხადებით, მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება მთელი კამპანიის განმავლობაში, ვინაიდან, თითოეული მოქალაქის ხმა მისთვის უმნიშვნელოვანესია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031