გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლენტეხის მუნიციპალიტეტში გიორგი გაზდელიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

25-08-2025

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, გიორგი გაზდელიანი, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.


გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ლენტეხის მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენდა წყალმომარაგების საკითხი, რომლის აღმოსაფხვრელადაც სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


„მოქალაქეები წლების განმავლობაში ითხოვდნენ წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას დღეის მდგომარეობით პროექტი ფაქტობრივად მოიცავს დაბას სრულად და მის მიმდებარე ტერიტორიას, წყლის სისტემის სათავე ნაგებობები სრულად რეაბილიტირდება, ასევე მოეწყობა ქსელი. მიმდინარეობს დაბა ლენტეხში სკვერის მოწყობა, სადაც იქნება ბავშვთა გასართობი სივრცეები, ასევე სპორტული სივრცეები და დასასვენებელი ადგილები. აღნიშნულ პროექტებთან ერთად სხვა მრავალი პროექტი განხორციელდა მუნიციპალიტეტში“,- აცხადებს გიორგი გაზდელიანი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930