გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საუდის არაბეთის მაღალრეიტინგული ტელევიზიის გადამღები ჯგუფი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობა

25-08-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საუდის არაბეთის მაღალრეიტინგული სამაუწყებლო არხის MBC1-ის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს მასპინძლობს. ტელეკომპანიის გადაცემის Sabah El Kheir Ya Arab-ის 8-კაციანი გადამღები ჯგუფი უკვე ეწვია თბილისს, ყაზბეგს, ბორჯომს, ქუთაისს, წყალტუბოს, ბათუმს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, ციხისძირსა და შეკვეთილს. მედიის წარმომადგენლები შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში დაესწრნენ გემო ფესტს, გაეცნენ ქართულ კულინარიას, საქართველოს კულტურასა და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს.


საქართველოში 7 დღეა ვმოგზაურობთ, თბილისით დავიწყეთ, აღფრთოვანებული ვარ კუტურული სანახობით. შემდეგ ვეწვიეთ სხვადასხვა რეგიონს, სოფლებს, ვიმყოფებოდით ბორჯომშისადაც არაჩვეულებრივი მინერალური წყალი დავაგემოვნეთ. ახლა აჭარის რეგიონში ვიმყოფებით, განვითრებულ ტურისტულ ადგილას. ჩვენ ვეწვიეთ გემო ფესტს გურიაში, სადაც დავაგემოვნეთ საქართველოში  გავრცელებული გემრიელი კერძები.  ჩვენ ფილმების  სერიას ვიღებთ საქართველოს შესახებ რომელიც MBC1-ის ტელეარხით გადაიცემა და ყველაზე პოპილარულია ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ მოუყვებით მაყურებელს საქართველოს შესახებ, ქართული კულტურის, თბილი, ძალიან სტუმართმოყვარე და მუდამ ღიმილიანი ხალხის შესახებ“,-ამბობს  MBC1-ის წარმომადგენელი აბდულ რაჰი.

 

MBC1-ის წარმომადგენლები ეწვევიან წალკას, დაშბაშის კანიონს, კხეთში - ნაფარეულს, წინანდალსა და ლოპოტას ტბას. ჟურნალისტები საქართველოს შესახებ 3 სატელევიზიო ეპიზოდს ამზადებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031