გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი პაატა კუნჭულია: ჩემი არჩევის შემთხვევაში მზად ვარ ვიმუშაო თავდაუზოგავად, მიზანმიმართულად, რომ ჩვენი ქალაქი განვითარდეს ისე, როგორც იმსახურებს

25-08-2025

ჩემი არჩევის შემთხვევაში, მზად ვარ, ვიმუშაო თავდაუზოგავად, მიზანმიმართულად, რომ ჩვენი ქალაქი განვითარდეს ისე, როგორც იმსახურებს. ჩვენ ერთად ნამდვილად შეგვიძლია ბევრი სასიკეთო და სასარგებლო პროექტის განხორციელება, ისეთის, რომელიც რეალურად პასუხობს ოზურგეთელების ყოველდღიურ საქმიანობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, პაატა კუნჭულიამ განაცხადა.


მერობის კანდიდატი აპირებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მუნიციპალიტეტის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი აზრის გათვალისწინებას.


„ოზურგეთში ბევრი აქტიური და მოაზროვნე ახალგაზრდა ცხოვრობს, მათ აქვთ ენერგია, იდეები და რეალურად უნდათ, რომ საქმე გააკეთონ. მთავარია, ეს მოტივაცია არ დაიკარგოს და სწორედ აქ ჩანს თვითმმართველობის როლი - მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდები უნდა მონაწილეობდნენ. საჭიროა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, იმოქმედონ და განვითარდნენ“, - აღნიშნა პაატა კუნჭულიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031