გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარტვილის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ნაჭყებია: გვინდა ახალგაზრდები ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მართვაში, ასევე, ვაპირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას

26-08-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, გიორგი ნაჭყებია, წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს.


მერობის კანდიდატის განცხადებით, პრიორიტეტი იქნება მუნიციპალიტეტის მართვაში ახალგაზრდების ჩართულობა, რაც გულისხმობს პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მათ უშუალო მონაწილეობას. ნაჭყებიას თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესს, სპორტულ ინფრასტრუქტურას და ტურიზმის სფეროსაც.


„უმთავრესია მარტვილელი ახალგაზრდების ჩართულობა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მართვაშიც. მე ვიქნები მათი მხარდამჭერი, მათი კურატორი ამ რეგიონში. გვინდა, ყველა სოფლიდან, ყველა უბნიდან გამოვიყვანოთ ახალგაზრდები, ჩავრთოთ ჩვენს საქმიანობაში, რაც გულისხმობს უშუალოდ მათ მონაწილეობას პროექტის დაგეგმარების და განხორციელების პროცესში. ასევე, ვაპირებთ ცხოვრების ჯანსაღი წესის უფრო მეტ პოპულარიზაციას მარტვილის მუნიციპალიტეტში, შესაბამისად, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სპორტული განათლების უფრო სიღრმისეულად შესწავლას ახალგაზრდებში.


ჩემი და ჩემი გუნდის უმთავრესი საზრუნავი, ტურისტული არეალების, ტურისტული ინფრასტრუქტურის უფრო კეთილმოწყობა იქნება. ასევე, ახალი ტურისტული სივრცეების, ეკობილიკების მოწყობა, რაც ავტომატურად შემოიყვანს ტურისტს მარტვილის მუნიციპალიტეტში. გაზრდილი ტურისტული ნაკადი განაპირობებს საოჯახო სასტუმროების, მათში დასაქმებული ადამიანების ზრდას, რაც ჩვენი ეკონომიკის მდგრადი განვითარების ქვაკუთხედია“, - აღნიშნა გიორგი ნაჭყებიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031