გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ამბროლაურის მერობის კანდიდატი ზაზა ქევანიშვილი: მაქსიმალურად ვეცდები, ხელი შევუწყო ამ კუთხის განვითარებას, გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტები

26-08-2025

მაქსიმალურად ვეცდებით, ხელი შევუწყოთ კერძო პირებს და ზოგადად, ამ კუთხის განვითარებას, გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომ ჩვენი მოსახლეობა სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდეს, - ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", ზაზა ქევანიშვილმა განაცხადა.


ქევანიშვილმა ისაუბრა მასშტაბური პროექტის, მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობის შესახებ, რომელიც ახალ შესაძლებლობებს მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში დაწყებულია წყალმომარაგების სრულმასშტაბიანი განახლება, რაც ამბროლაურის მაცხოვრებლებს უწყვეტი სასმელი წყლით უზრუნველყოფს.


„[მრავალფუნქციური ცენტრის] მსგავსი პროექტი ამბროლაურში არ ყოფილა, შეიძლება უამრავი თემის თავმოყრა და ნამდვილად მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს. ახალგაზრდებისთვისაც თავშეყრის ძალიან ლამაზი ადგილი იქნება.


სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც შეეხება ამბროლაურის მოსახლეობის წყლით მომარაგებას და შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობა სასმელი წყლით“, - განაცხადა ზაზა ქევანიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31