გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

27-08-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰიონდუ კიმს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.


მინისტრმა ისაუბრა ქვეყნებს შორის მიმდინარე წარმატებული პროექტების შესახებ და ყურადღება დაცული ტერიტორიების მიმართულებით ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.


დავით სონღულაშვილის განცხადებით, კორეის  ცოდნის და გამოცდილების გაზიარება,  ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა განსაკუთრებით - დაცული ტერიტორიების, კლიმატის ცვლილების შერბილების, წყლის რესურსებისა და კრიზისების ეფექტიანი მართვის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.   


შეხვედრაზე მხარეებმა ასევე  საექსპორტო პოტენციალის მქონე სასურსათო პროდუქტებზე ისაუბრეს. როგორც დავით სონღულაშვილმა განაცხადა, ქართული ღვინო, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები საექსპორტო რესურსის მქონე  მნიშვნელოვან პროდუქტებს წარმოადგენს. მინისტრმა ასევე ისაუბრა  ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების პერსპექტიულობის საკითხზე.


კორეის ელჩის განცხადებით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა აქტიური და წარმატებულია, შესაბამისად, მზადაა  როგორც გამოცდილების  გაზიარების ასევე,  ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031