27-08-2025
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „მათ „აღშფოთება-შეშფოთებას“ საზღვარი არ აქვს, რაზეც საზღვარგეთიდანაც უნდა ველოდოთ პროტესტს.“
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თუ ვინმე ისეთია ვინც ვერ ან არ ხვდება ყადაღის მიზეზს, ძალიან მარტივად უნდა შევახსენოთ: ეს ის არასამთავრობოები არიან, ვინც ფინანსების გამჭვირვალობას მალავს, ამით კანონს არღვევს და აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს არეულობის, ძალადობრივი ქმედებებისა და რევოლუციისათვის.
„არასამთავრობოების საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედოთ. ცხადია, მათ „აღშფოთება-შეშფოთებას“ საზღვარი არ აქვს, რაზეც საზღვარგეთიდანაც უნდა ველოდოთ პროტესტს ( მანამდე ესენი "იპროტესტებენ" აქ). თუ ვინმე ისეთია ვინც ვერ/არ ხვდება ყადაღის მიზეზს, ძალიან მარტივად უნდა შევახსენოთ: ეს ის არასამთავრობოები არიან, ვინც ფინანსების გამჭვირვალობას მალავს ( ამით კი კანონს არღვევს) და აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს არეულობის, ძალადობრივი ქმედებებისა და რევოლუციისათვის. რადიკალიზმის და მათი დამფინანსებლების წინააღმდეგ კანონი მუშაობს, ის როგორც ეს მიღებულია ჩვენს „სანატრელ ევროპაში“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||