გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: უფროს და უმცროს სოროსებს, საკუთარი ქვეყანა მიხედავს, ხოლო ქართველ სოროსისტებს და მათი სექტის მიმდევრებს - ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა გასცეს პასუხი

28-08-2025

„დროა - სოროსის სექტები, მათი პირდაპირ თუ ირიბად დაფინანსებული ექსტრემისტი ორგანიზაციები განეიტრალდეს ქართული საზოგადოებიდან, რამაც დასაწყისი უნდა მისცეს - ქართული ცნობიერებიდან განიდევნოს ყველა მახინჯი, ნეოლიბერალური შეხედულება და ამორალური იდეოლოგია, რაც ე.წ. ვარდების რევოლუციამ „შავი ჭირივით“ მოუტანა საქართველოს - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც წერია რომ „ჯორჯ სოროსს და მის შვილს აშშ-ს ტერიტორიაზე ძალადობრივი პროტესტების მხარდაჭერის გამო, ბრალდება უნდა წარუდგინონ. სოროსმა და მისი ფსიქოპათების ჯგუფმა ჩვენს ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა! ფრთხილად იყავით, თვალს გადევნებთ!”.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, უფროს და უმცროს სოროსებს, საკუთარი ქვეყანა მიხედავს, ხოლო ქართველ სოროსისტებს და მათი სექტის მიმდევრებს - ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა გასცეს პასუხი.


„უფროს და უმცროს სოროსებს, საკუთარი ქვეყანა მიხედავს, ხოლო ქართველ სოროსისტებს და მათი სექტის მიმდევრებს - ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა გასცეს პასუხი! დროა - სოროსის სექტები, მათი პირდაპირ თუ ირიბად დაფინანსებული ექსტრემისტი ორგანიზაციები განეიტრალდეს ქართული საზოგადოებიდან, რამაც დასაწყისი უნდა მისცეს - ქართული ცნობიერებიდან განიდევნოს ყველა მახინჯი, ნეოლიბერალური შეხედულება და ამორალური იდეოლოგია, რაც ე.წ. ვარდების რევოლუციამ „შავი ჭირივით“ მოუტანა საქართველოს!”, - წერს ქადაგიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930