29-08-2025
„მძლავრი პოტენციალის მქონე ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში თუნდაც სამპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ოცნებად რჩება. ევრობლოკის საშუალო პროგნოზი დაახლოებით 1,5%–1,7%-ია. რასაკვირველია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არსებული რესურსების ჭკვიან განკარგვა-გაფართოებას, რაშიც ძალიან მოიკოჭლებენ ნეოლიბერალური არაპოპულარული მმართველი ევროპული ძალები, რომელთაც ელექტორატისგან განსხვავებული გლობალისტური პრიორიტეტები აქვთ“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ივლისის თვეში საქართველოს ეკონომიკის 5%-იანი ზრდას.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ანალიტიკოსთა პროგნოზებით, მომდევნო სამ თვეში საქართველოს ეკონომიკა შეინარჩუნებს მაღალ ტემპებს, და 2025 წლის წლიური ზრდა სავარაუდოდ იქნება 7,5%–8,2%. ექსპერტების შეფასებით, გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, საქართველო პრაქტიკულად იქცევა ერთ-ერთ მთავარ საინვესტიციო ჰაბად სამხრეთ კავკასიასა და შავიზღვისპირეთის რეგიონში.
„გონივრული მმართველობის შედეგად, უზარმაზარი საგარეო რყევებისა და ვითარების შიგნიდან მუდმივი არევის ფონზე, საქართველოს ეკონომიკის აღმავლობა გრძელდება - ივლისში 6.5%-იანი, ხოლო ბოლო 7 თვეში - რვაპროცენტიანი ზრდა. ამ მხრივ, მძლავრი პოტენციალის მქონე ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში თუნდაც სამპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ოცნებად რჩება.
ევრობლოკის საშუალო პროგნოზი დაახლოებით 1,5%–1,7%-ია. რასაკვირველია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არსებული რესურსების ჭკვიან განკარგვა-გაფართოებას, რაშიც ძალიან მოიკოჭლებენ ნეოლიბერალური არაპოპულარული მმართველი ევროპული ძალები, რომელთაც ელექტორატისგან განსხვავებული გლობალისტური პრიორიტეტები აქვთ.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის ძირითადი ფაქტორებია: ექსპორტის რეკორდული ზრდა - განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის, ღვინისა და გადამამუშავებელი პროდუქციის მიმართულებით; ტურიზმის დინამიკური განვითარება - ახალი პირდაპირი ავიარეისების გახსნისა და სპარსეთის ყურისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მოგზაურების რაოდენობის ზრდის ფონზე; ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციები, მათ შორის, პორტებისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში; შიდა მოხმარების ზრდა მოსახლეობის შემოსავლების მატების გამო. ანალიტიკოსთა პროგნოზებით, მომდევნო სამ თვეში საქართველოს ეკონომიკა შეინარჩუნებს მაღალ ტემპებს, და 2025 წლის წლიური ზრდა სავარაუდოდ იქნება 7,5%–8,2%.
ექსპერტების შეფასებით, გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, საქართველო პრაქტიკულად იქცევა ერთ-ერთ მთავარ საინვესტიციო ჰაბად სამხრეთ კავკასიასა და შავიზღვისპირეთის რეგიონში“, - წერს აბაშიძე.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||