გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე ბრიტანეთს: რა გინდათ, რას გვერჩით? საქართველოში ბიზნესი აკეთეთ, თუ გსურთ - გექნებათ ყველანაირი პირობა, ჩვენს საშინაო საქმეებში კი ნუ ერევით, ისევე როგორც საქართველო არ ერევა თქვენსაში, თორემ ჩვენც ვიპოვით თემებს, თუ მოვინდომებთ

29-08-2025

„დიდმა“ ბრიტანეთმა, რომელიც უკვე კარგა ხანია აღარ არის „დიდი“, აშკარად იტანჯება კოლონიზატორული წარსულის ქავილისგან, და რატომღაც თავის „სიდიდის დემონსტრირება საქართველოსთან გადაწყვიტა“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, რა გინდათ, რას გვერჩით? აკეთეთ საქართველოში ბიზნესი თუ გინდათ, გექნებათ ყველანაირი პირობა. ჩვენს საშინაო საქმეებში კი ნუ ერევით, ისევე როგორც საქართველო არ ერევა თქვენსაში.


„დიდმა“ ბრიტანეთმა, რომელიც უკვე კარგა ხანია აღარ არის „დიდი“, აშკარად იტანჯება კოლონიზატორული წარსულის ქავილისგან, და რატომღაც თავის „სიდიდის დემონსტრირება საქართველოსთან გადაწყვიტა ლონდონი უკვე მერამდენედ გვაწუხებს, ყოფს ცხვირს ჩვენს საქმეებში, აფინანსებს დესტრუქციულ ძალებს, მოკლედ აკეთებს ყველაფერს რომ აქ მისი მარიონეტული მთავრობა დასვას. რა გინდათ, რას გვერჩით? აკეთეთ საქართველოში ბიზნესი თუ გინდათ, გექნებათ ყველანაირი პირობა.


ჩვენს საშინაო საქმეებში კი ნუ ერევით, ისევე როგორც საქართველო არ ერევა თქვენსაში, თორემ ჩვენ გამოვძებნით თემებს, თუ მოვინდომებთ. ომს მშვიდობა სჯობს, მაგრამ ჩანს, რომ ეს არ გსურთ“, - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031